ორითოკის ალპინისტები შუშის ცათამბჯენის ფასადს წმენდენ — სასიმაღლო სამუშაოები

ᲡᲐᲡᲘᲛᲐᲦᲚᲝ ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝᲔᲑᲘᲡ ᲡᲞᲔᲪᲘᲐᲚᲘᲡᲢᲔᲑᲘ

გთავაზობთ თოკზე დაფუძნებული სისტემებით მომსახურებას ობიექტებზე, სადაც ტრადიციული მეთოდებით სამუშაოს შესრულება არაეფექტური ან შეუძლებელია

ინდუსტრიული ალპინიზმი: ორითოკის ალპინისტები თოკით მუშაობენ შუშის მაღალსართულიან შენობაზე

ᲡᲘᲛᲐᲦᲚᲔ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝ ᲡᲘᲕᲠᲪᲔᲐ, ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲐ — ᲞᲠᲘᲝᲠᲘᲢᲔᲢᲘ

შპს „ორითოკი“ არის სასიმაღლო სამუშაოების კომპანია, რომელიც უსაფრთხოდ, სწრაფად და ეფექტურად მუშაობს იქ, სადაც ხარაჩოების, ამწეებისა და სხვა ტრადიციული მეთოდების გამოყენება შეუძლებელი ან არაეფექტურია.

ჩვენი გუნდი აერთიანებს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მთამსვლელებს, მეკლდეურებსა და სასიმაღლო სამუშაოების სპეციალისტებს.

15 წელზე მეტი გამოცდილება, დაგროვილი ტექნიკური ცოდნა და საერთაშორისო პრაქტიკა გვაძლევს შესაძლებლობას, რთული და არასტანდარტული პროექტებიც მაღალი სიზუსტითა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით შევასრულოთ.

გუნდის წევრები ფლობენ IRATA, SPRAT და IFMGA Rope Access-ის საერთაშორისო სერტიფიკატებს.

ᲠᲐᲡ ᲕᲐᲙᲔᲗᲔᲑᲗ

მინის ფასადები და ფანჯრები

  • ფანჯრების წმენდა
  • მინის ფასადების წმენდა
  • მინის მონტაჟი და დემონტაჟი
  • დაზიანებული მინის შეცვლა
  • სილიკონის შეცვლა და ჰერმეტიზაცია
  • კონსტრუქციების მონტაჟი და დემონტაჟი

შენობების მოვლა

ტექნიკური მომსახურება, რემონტი და პრევენციული ინსპექტირება.

  • წვიმის წყლის სისტემების (ღარები, მილები) მონტაჟი/დემონტაჟი, შეკეთება
  • ვენტილაციის სისტემების მონტაჟი და დემონტაჟი
  • ფასადის ელემენტების შეკეთება
  • ფასადების წმენდა და რეცხვა
  • თბო- და ჰიდროიზოლაცია

ელექტროობა და ტელეკომუნიკაცია

საკაბელო სისტემების, განათებისა და ანძების მონტაჟი.

  • განათებებისა და პროჟექტორების მონტაჟი და შეცვლა
  • კონდიციონერის გარე აგრეგატის მონტაჟი და სერვისი
  • ანტენებისა და სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მონტაჟი
  • ელვისდამცავი სისტემების მონტაჟი
  • უსაფრთხოების სისტემების, კამერებისა და სენსორების მონტაჟი
  • კაბელებისა და საკაბელო არხების მონტაჟი
  • მზის პანელების მონტაჟი

რეკლამები

  • ბანერების, ბილბორდებისა და სარეკლამო კონსტრუქციების მონტაჟი და დემონტაჟი
  • აბრებისა და LED აბრების მონტაჟი
  • დროშების მონტაჟი

ღებვა და დაცვა

ფასადებისა და ლითონის კონსტრუქციების დამუშავება/შეღებვა.

  • ფასადებისა და ლითონის კონსტრუქციების დამუშავება/შეღებვა
  • ანტიკოროზიული სამუშაოები
  • დამცავი საფარების დატანა

სამშენებლო სამუშაოები და იზოლაცია

სამონტაჟო, საიზოლაციო და სარეკონსტრუქციო სერვისები.

  • ბეტონისა და ბზარების შეკეთება
  • ქვისა და აგურის წყობის აღდგენა
  • ფასადისა და ისტორიული ძეგლების რესტავრაცია
  • თბო- და ჰიდროიზოლაცია
  • მეტალის კონსტრუქციების მონტაჟი და დემონტაჟი
  • ფასადის დალუქვა

კლდეები, ფერდობები და გარემო

ფერდობების გამაგრება, დამცავი ბადეების მონტაჟი და დამუშავება.

  • კლდის ბადეებით გამაგრება და სტაბილიზაცია
  • კლდიდან ქვების ჩამოშლა
  • კლდის ინსპექტირება და წმენდა
  • ხეების გასხვლა და სახიფათო ტოტების მოცილება

ინდუსტრიული ობიექტები

ქარხნების, ქიმიური საწარმოებისა და სპეციალური ნაგებობების მომსახურება.

  • რეზერვუარებისა და სილოსების ინსპექტირება და წმენდა
  • კვამლსადენებისა და საკვამურების ინსპექტირება და შეკეთება
  • ქარხნების ტექნიკური მომსახურება
  • ქარის ტურბინების ინსპექტირება და შეკეთება
  • მილსადენების მონტაჟი

ინსპექტირება

კონსტრუქციების დიაგნოსტიკა, ულტრაბგერითი და ვიზუალური შემოწმება.

  • კონსტრუქციების დიაგნოსტიკა, ულტრაბგერითი და ვიზუალური შემოწმება
  • თბო და ჰიდრო იზოლაციის სისტემების ინსპექტირება
  • უსაფრთხოების სისტემების ინსპექტირება

სცენა და გადაღებები

საკინემატოგრაფიო და შოუ-ბიზნესის კონსტრუქციების უსაფრთხოება.

  • ფილმების, სერიალებისა და რეკლამების გადაღების ტექნიკური მხარდაჭერა
  • სცენური კონსტრუქციებისა და განათებების მონტაჟი
  • Rigging მომსახურება
  • კონსტრუქციების გადაადგილება და დეკორაციების მონტაჟი

სპეციალური და საგანგებო სამუშაოები

სამაშველო ოპერაციები

  • საგნების უსაფრთხო ჩამოხსნა, აწევა და ჩამოშვება
  • რთულად მისადგომ ადგილებზე წვდომა
  • ავარიული სამუშაოები
  • ინდივიდუალური სასიმაღლო გადაწყვეტილებები

თქვენი ამოცანა სიაში ვერ ნახეთ? დაგვიკავშირდით — ვასრულებთ ინდივიდუალურ და არასტანდარტულ სამუშაოებსაც.

ᲛᲘᲘᲦᲔᲗ ᲣᲤᲐᲡᲝ ᲙᲝᲜᲡᲣᲚᲢᲐᲪᲘᲐ ᲓᲐ ᲨᲔᲤᲐᲡᲔᲑᲐ

ᲢᲔᲚᲔᲤᲝᲜᲘ / WhatsApp
ᲔᲚ. ᲤᲝᲡᲢᲐ
დაგვიკავშირდით
+995 598 42 80 22 WhatsApp